ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს” – პუტინის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს – ამის შესახებ ინფორმაციას tass.com ავრცელებს.

პესკოვმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ბევრმა რესპუბლიკამ უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღო.

ამასთან, პუტინს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს ან მიწას გულისხმობს. მან თქვა, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის პროცედურა გაწერილი არ ყოფილა.

იტვირთბა....