ახალი ამბები მთავარი სამართალი

მცხეთაში დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები სამი დღეა უშედეგოდ ეძებენ

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე უკვე მესამე დღეა, რაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, მყვინთავთა ჯგუფი შვიდი გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია ორი ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. დრონის საშუალებით მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგი. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე.

„მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი. მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობდა თერმული დრონით მონიტირინგი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღების თანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

იტვირთბა....