“გიორგი მარგველაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში იყო ერთხელ მოსული პოლიტიკურ მაგიდებთან და, ალბათ, წარმოგვიდგენია ჩვენ, რომ ის იქნება ოპოზიციურ ფლანგზე. ექნება თუ არა უფრო მჭიდრო კონტაქტი რომელიმე პარტიასთან, ეს, ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. მთავარია, რომ ის არის გამოცდილი პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, მან ყველაზე კარგად იცის, რას წარმოადგენს ივანიშვილი როგორც პიროვნულად, ასევე ივანიშვილის ხელისუფლება შიგნიდან, ამიტომ მისი როლი იქნება დადებითი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის პროცესში”
რომან გოცირიძე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
ტელეკომპანია “ფორმულა”
საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას არ აპირებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.