ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილს და მის რეჟიმს კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, თავი გადაირჩინონ პოლიტიკურად”

“ივანიშვილს პერსონალურად, მთელ მის რეჟიმს, ამ პოლიტიკურად უწონო ადამიანებს, კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავიც გადაირჩინონ პოლიტიკურად და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენონ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, “კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქნებიან მომწყვდეულები”.

“ივანიშვილს პერსონალურად, მთელ მის რეჟიმს, ამ პოლიტიკურად უწონო ადამიანებს, კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავიც გადაირჩინონ პოლიტიკურად და აქ არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენონ. პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა.

ახლა თუ არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქმებიან მომწყვდეულები. ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან – ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, თუ გაათავისუფლებენ გიორგი რურუას, მაშინ ჩვენც კიდევ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუ შესრულდება შეთანხმება, შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია იქნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ბურთი ახლა მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა”, – განაცხადა ბოკერიამ.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

იტვირთბა....