მთავარი ციტატა

“განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობას, თუნდაც თემატურს, ალტერნატივა არ აქვს”

“დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე. ახლა მთავარია პროცესის ბოლომდე მიყვანა. განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობას, თუნდაც თემატურს, ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელი დღე არის ყველას საერთო წარმატება. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს!”

გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

იტვირთბა....