„ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ კენჭისყრის შესაძლებლობას, თუკი ეს აისახება კონსტიტუციაში, ვნახოთ. მუშაობაა საჭირო და არა შემცვლელის ძებნა“
ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფილმისთვის – „რუსეთი, კრემლი, პუტინი“ – მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პუტინი არ გამორიცხავს, რომ ამავე თანამდებობაზე ახალი ვადით იყაროს კენჭი, თუკი მიღებული იქნება შესაბამისი შესწორება კონსტიტუციაში.