მთავარი პოლიტიკა ციტატა

„ნაცმოძრაობის“ მხრიდან პიარული თავხედობა და უტიპროფა გრძელდება – მორიგ ჯერზე ატყუებენ საზოგადოებას”

„როგორც ამ დღეების განმავლობაში ვამბობდით, ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშეა ის, რაც გარანტირებულად მოხდა – „ქართული ოცნების“ 92-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. ასევე იმ დეპუტატებმა, რომლებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ. იცით, რომ „პარტიოტთა ალიანსს“ ერთი წევრი გამოაკლდა და მან მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, 117-ის ნაცვლად, („პატრიოტთა ალიანსი“ ამ 117-ში ითვლებოდა ერთი წევრის გამოკლებით) მოხდა ისე, რომ მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, გარდა „ევროპული საქართველოსა“. მათი ხმებიც დაემატა და საერთო ჯამში, 136 ხმა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც გადიოდა ჩვეულებრივად, მარტივად საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და ყველა ის სპეკულაცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იყო, კიდევ ერთხელ ტყუილი აღმოჩნდა”

მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

“ინტერპრესნიუსი”

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.

იტვირთბა....