“ეს საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია, გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება… მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდს, მათი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება”
არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თამჯდომარე
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა – რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.