“მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე დავრჩი ძალიან სერიოზულად იმედგაცრუებული ამ სხდომათა დარბაზში, ძალიან დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ ეს მეორედ არ განმეორდება დღეს. ძალიან დიდი იმედი მინდა, მქონდეს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნება და ვინ რომელ პოლიტიკურ ძალას მიკუთვნება, თავის როლს შეასრულებს, თავის პასუხისმგებლობას აიღებს და მისცემს ხმას იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის წარმოდგენილი და რომელიც ქვეყანას ძალიან სჭირდება. საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემა არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის ქვეყნის მართვის ფორმა. ეს ქვეყანა ათწლეულებია, დადის წრეზე, ჩაკეტილ წრეზე, სადაც არის ერთპარტიული სისტემა, ერთპიროვნული მმართველობა, იგნორირებული არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრი, განსხვავებული აზრის ქონა ითვლება მტრობად”
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
“პირველი არხი”
საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ – ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.