“20 ივნისი არის სიმართლის მომენტი, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენ ისევ ისინი ვართ, ვინც მანამდე ვიყავით, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჩვენი ღირსება, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მთავარი კითხვები სამართლებრივი თვალსაზრისით არის, ვინ გასცა ბრძანება და ვინ გადაამეტა ძალას. მთავარი გზავნილი არის ის ღირებულებები, რომლებიც გაგვაერთიანა ოკუპაციის წინააღმდეგ, მიუღებელია ღირსების შელახვა. ეს ყველაფერი უნდა გადავთარგმნოთ ამ შემოდგომაზე ძალიან შთამბეჭდავ პოლიტიკურ ცვლილებებში”
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი
ეს განცხადება მარგველაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა
შეგახსენებთ, გუშინ რუსთაველის გამზირზე აქცია “ერათად ოკუპაციის წინააღმდეგ” გაიმართა.
აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციისს წევრები იყვნენ შეკრებილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლოცია, ხოლო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს შორის დაცული იყო 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. დისტანციის დასაცავად ტერიტორიაზე სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია გამოსახული.