aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე აქცია “ერათად ოკუპაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია “ერათად ოკუპაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციისს წევრები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ოპოზიციის ლიდერები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლოცია. ხოლო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს შორის დაცული იქნება 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. დისტანციის დასაცავად ტერიტორიაზე სპეციალური სტიკერებია დაკრული, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული.

მიმდინარე აქცია,  2019 წლის 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე სიმბოლურად გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 20 ივნისის აქცია საქართველოს პარლამენტში რუსეთის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სტუმრობასა და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა. რუსეთის დეპუტატის პარლამენტში ვიზიტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქციის შედეგად რუსეთის დეპუტატები იძულებულები გახდნენ საქართველო დაეტივებინათ, თუმცა მსვლელობა არ შეწყდა და აქტივისტები რუსული დელეგაციის ვიზიტს აპროტესტებდნენ. აქციაზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათმა ნაწილმა პარლამენტში შეღწევა სცადა რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. მას შემდეგ რაც სიტუაცია დაიძაბა, სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებქბით სცადეს მომიტინგეების დაშლა. რეზინის ტვიებისგან 240-მდე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. დაშავდა ასევე 40-მდე მედიის წარმომადგენელი და 80-მდე სამართდამცავი.

იტვირთბა....