“პოლიტიკაში რომ არ ვყოფილიყავი, ძალიან დიდი შანსია, რომ 20 ივნისს აქციაზე ვიქნებოდი. გასაბრაზებელი იყო, მეც გავბრაზდი და გიჟივით მივვარდი პარლამენტში, ალბათ გახსოვთ. ხალხმა რომელმაც ნახა, რომ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, რომელიც მოთავსდა პარლამენტის სპიკერის სკამში, იმას აღარ აინტერესებს ვიღაცამ დასვა, პროტოკოლური შეცდომა მოხდა თუ თვითონ პროვოკაციული მოქმედება ჩაიდინა. ხალხი გაბრაზდა და მოვიდა. მაგრამ როცა ხალხის ნაწილმა ნახა, რომ მელიამ, ოქრუაშვილმა და „ნაცმოძრაობის ნაწილმა“ დაიწყო შტურმის დაორგანიზება და მოწოდებები წავიდა სახლში.”
მამუკა მდინარაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ მდინარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.