“მოვედი იმიტომ, რომ ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი დღე და საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ რაც ვიყავით ისტორიულად, ის ვართ დღესაც და ის ღირებულებები არ გამქრალა. ამ ღირებულებების განსამტკიცებლად უნდა გავერთიანდეთ. მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა არის დასჯილი, გამოვლენილი, იდენტიფიცირებული და ქართულმა საზოგადოებამ ამ პოლიტიკურ ძალას თავისი ვერდიქტი უკვე გამოუტანა.”
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია “ერათად ოკუპაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს.