ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სისხლისმღვრელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, აქ მოხდა დანაშაული. ეს ოცნებას არ შერჩება” – მაჩალიკაშვილი 20 ივნისზე

“ამ მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. ეს არავის შერჩება. აქ მოსული იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ენერგიით სავსე ახალგაზრდები და ქართული ოცნება მათ გაუსწორდა. სისხლისმღვრელი ხელისუფლება უნდა დაისაჯოს.”

მალხაზ მაჩალიკაშვილი – პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა, “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მეორეხარისხოვანია ვინ გასცა ბრძანება, მაჩალიკაშვილი პასუხობს: “არაა მეორეხარისხოვანი ეს. პირველხარისხოვანია ზუსტად ის ვინც გასცა ბრძანება. აქ მოხდა დანაშაული. ეს ოცნებას არ შერჩება. ყველამ უნდა აგოს პასუხი. მთლიანად ოცნებამ. ეს არავის შერჩება და ამას ნახავენ არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქცია “ერათად ოკუპაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....