aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ველოდები რურუას შესაბამის განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ” – ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ველოდები რურუას შესაბამის განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ – ამის შესახებ, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილმა “ევროპული საქართველოს” განცხადება შეაფასა და თქვა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა.

“ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რამდენად პრინციპულია რაღაც პირობების შესრულება, ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ამან არ უნდა შეაფერხოს. თითოეული ადამიანის ბედი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი კრიზის ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ნორმალური და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებაა.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ პოლიტიკური დანაკარგები არ განიცადოს იმის გამო, რომ ახლა რაღაცას ცვლიან, ველოდები რურუას შესაბამის განმარტებას ციხიდან, სადაც ის პარტიებს მიმართავს, რომ მისი პირადი ბედი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს არ დაუკავშირონ. ეს ოპოზიციას, მე მგონი, შემდგომი ნაბიჯების გადადგმას გაუადვილებს.” – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  “ევროპული საქართველო” გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

იტვირთბა....