ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპულმა საქართველომ ქართულ ოცნებას საარჩევნო სისტემის ჩაგდების შანსი არ დაუტოვა” – ბურჯანაძე

დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და არ დაუტოვოს „ქართულ ოცნებას“ შანსი ამ სისტემის ჩაგდების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმები კიდევ ერთხელ – ამის შესახებ, “ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

“მინდა, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შევაფასო „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ რომ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაერისკა ოპოზიციას, მაგრამ, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმაზეა მოწოდებული, რომ ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენოს თავისი თაღლითობისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა გამართლებული. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რომელიც მოიპოვეს ახალგაზრდებმა, საზოგადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ მისი აქტიური ჩართულობით და ასევე ოპოზიციურმა ერთობამ. ამიტომ მე ვთვლი, რომ დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა და არ დაუტოვოს „ქართულ ოცნებას“ შანსი ამ სისტემის ჩაგდების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მივესალმები კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ნინო  ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ  “ევროპული საქართველო” გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

იტვირთბა....