ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილს რამდენიმე დღის ვადას ვაძლევთ, რომ არც თავი დაიღუპოს და არც ქვეყანას მიაყენოს ზიანი” – ბოკერია

“ივანიშვილს თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ივანიშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს, მინიმუმ რამდენიმე დღის დრო, რომ არც თავისი თავი დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და მეორე მხრივ, ქვეყანას დამატებითი ზიანი არ მიაყენოს. პირველ მოსმენაში ჩვენი მონაწილეობა მას ამის შანსს აძლევს. შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებად აუცილებელია, იმ პირობის შესასრულებლად, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე დაიდო. პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესის საბოლოოდ გაჭედვას გამოიწვევს. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ცუდი სცენარია და ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ეს ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია: ჩვენი, მათი, პირადად მისი და საქართველოს ყველა მოქალაქის.” – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ  “ევროპული საქართველო” გადაწყვეტილებას ცვლის და საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

იტვირთბა....