ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა.
უცნობ პირმა, ავტომანქანის გაბმული სიგნალით რამდენჯერმე მაშინ ჩაიარა , როცა ვაშაძე განცხადებას აკეთებდა. აღნიშნულ პირს და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეალაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. ენმ-ს მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს იყო სუს-ის მიერ სპეციალურად მოგზავნილი, პირი, რომელსაც სურდა პროვოკაციის მოწყოპა.
დღეს, 20 ივნისთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა და 1 წლის წინ განვითარებული მოველნები გაიხსენა.