“2 წლის განმავლობაში, როდესაც უსასტიკესი თავდასხმები ხორციელდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან ბევრი მიმართავა იყო სალომე ზურაბიშვილისადმი, რამე ეთქვა „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ ჩემს მიმართ თავდასხმაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმილს არჩევდა. ამ ფონზე ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა და ჩემთან დაკავშირებული საკითხის ამგვარი შეფასება, არის ლუსტრაცია იმ პროცესის, რომელიც მე თავიდანვე დავახასიათე – „ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის.”
ანა დოლიძე – იუსტიციის უმარლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის აქტივობებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება, რომ ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.