“ამ მომენტისთვის ხმები არის საკმარისი და ოდნავ მეტიც, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები -ამას სჭირდება 113 ხმა, აქედან 92 არის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები, ცვლილებებს ასევე მხარს უჭერენ “კონსერვატორები”, „დამოუკიდებელი დეპუტატები”, „პატრიოტთა ალიანსი” – ეს ჯამში, 117 ხმაა დღეის მდგომარეობით. სხვა პოლიტიკური ჯგუფები, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოსი”, რომლებმაც, სხვათა შორის, აიღეს პირდაპირი პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არ ასრულებენ ამ პასუხისმგებლობას.”
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე
ამის შესახებ თალაკვაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.