სერგეი გავრილოვი 20 ივნისთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ერთი წლის წინანდელი მოვლენების უკან რევანშისტები იდგნენ, ვისაც საქართველოში დემოკრატიის დასამარება სურდათ.
მისი თქმით, დღევანდელი დღე მოსკოვის ქართულ ეკლესიაში ლოცვით დაიწყო. რუსი დეპუტატი ფიქრობს, რომ ბოდიშის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ბიზნესის და ტურიზმის სფეროებში აქტიური გახდება.