“დღეს ისტორიული დღეა. ამაღლებული ჟამია ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. პირველად ქართული პოლიტიკის ისტორიაში, პოლიტიკურმა სპექტრმა მიაღწია სრულ თანხმობას საერთო მიზანზე. ეს მიზანი გახლავთ უაღრესად მარტივი და საპასუხისმგებლო. შევასრულეთ ილიას დანაბარები: „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში“. მან ერთიანობაზე თქვა ეს, ერის ერთიანობაზე და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაზე. ილია თვითონ შეეწირა პარტიულ უთანხმოებას. ილიას მიმდევრები ვართ. ილიამ რაც დაგვიბარა, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა შევასრულეთ.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
შეგახსნებთ, რომ ოპიზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია – გლდანში. გიორგი ვაშაძე – ისანში. ლევან ხაბეიშვილი – სამგორში. მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე.