“ბოლო დროს პირადად ჩემზე ნიაღვარი წამოვიდა უხამსი გამონათქვამებისა და ცილისწამებებისა. გუშინ ნიკა გვარამიამ ყველას გადაამეტა. მინდოდა მეპასუხა მისთვის, თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარში მასზე ისეთები თქვეს, ისეთები თქვეს, უეჭველია განათლების მინისტრად აღარავინ დააბრუნებს, მეც დავმშვიდდი და აღარაფერს ვუპასუხებ. დავლოცავ, ღმერთმა უშველოს, მას ჩემზე მეტად უჭირს დღეს.”
ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი
აღნიშნული განცხადება დეკანოზმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.