“თქვენ მიგაჩნიათ, რომ 30 მაჟორიტარი უფრო ეფექტური იქნება და უფრო პასუხობს მაჟორიტარული პრინციპის საჭიროებას, ვიდრე 73 მაჟორიტარი თუ ეს არის უბრალოდ გარიგება გარიგებისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს? ამავდროულად, მინდა პირდაპირ გკითხოთ, რომ მაშინ რატომ არ უნდა მიგვეღწია შეთანხმება იმაზე, რომ ყოფილიყო სულ პროპორციული, თუ 30 მაჟორიტარის დატოვება არის შეღავათი ვიღაცებისთვის? მე მინდა ავტორებმა პოლიტიკური მოტივაციები უფრო გასაგებად გვითხრან.”
გედევან ფოფხაძე – ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი
ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუცი ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იმართება.
21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრა იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს.