“ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი. დაგიჭირე მეთქი გითხარი მხარი და ახლა რა გინდა?!”
რომა კაკულია – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისირება მოხდა.
ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.
“ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას”. იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია,”- მიმართა გოგიჩაიშვილმა კაკულიას.