ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელი აუქნიე “ნაცმოძრაობას”, იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია”- დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისირება მოხდა.

ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ლევან გოგიჩაიშვილის კრიტიკულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც მან რომან კაკულიას არაკოლეგიალური უწოდა. მიის თქმით, მის მიერ 18 დეკემბერს დარეგისტრირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების შესახებ ჯერ არ განხილულა, ახლა კი მთავრობა არეგისტრირებს კანონპროექტს და დაჩქარებული წესით იიცლავს.

“რა მიდგომა ან რა სტანდარტია ან საპარლამენტო კულტურის ან კოლეგიალობის თვალსაზრისით. რა სტანდარტს აჩვენებს დღეს “ქართული ოცნება”? ამით რას ამბობთ, რომ ძალიან მაგრები ხართ, რომ ვთქვათ, ხელები გადამიგრიხეთ, რაღაც შეაპარეთ, გამოაპარეთ? თუ მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ “ქართული ოცნება” ამ პარლამენტში თუ რა იყო. თქვენ მე ვერ გამცემთ ამ ტონალობაში და ვერც ისაუბრებთ, ხელი აუქნიე “ნაციონალურ მოძრაობას”. იქ უქნიე ხელი, სადაც გაგსვლია და სადაც საქნევია. მე გეუბნები, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სად ჯდება ეს საკითხი. ეს საქციელი? როგორც იქცეოდნენ ისინი, ისე იქცევით თქვენ. ყველამ უნდა გაიგოს, თქვენ ვინ ხართ. იგრძნობ დისკომფორტს რომან, ეჭვი არ შეგეპაროს, უნდა იგრძნო დისკომფორტი. პარლამენტის წევრს არ სცემთ პატივს, კონსტიტუციურ უფლებას მიზღუდავთ და ამ ქვეყანაში რა სამართალი უნდა იპოვნოს ვინმე? საერთოდ გადააგდეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ეს თემა განსახილველად,”- მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა რომან კაკულიას.

საპასუხოდ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ “ტონი დაარეგულიროს და გადაწყვიტოს, ან ძველი ბიჭი იყოს, ან პარლამენტში იყოს.”

კაკულიამ ისიც განაცხადა, რომ მას მხარიც კი აქვს დაჭერილი დეპუტატის კანონპროექტისთვის.

“ჩხუბი გინდა? ტონი დავარეგულიროთ რა, ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი იყავი. რას მიძაბავ ამ ტონს? პასუხი არ გაგეცი თუ რა? შენზე ნაკლები ტონი მაქვს თუ რა. ძალიან გეშლება, თუ გგონია, რომ შენზე ნაკლები ან ტონი მაქვს, ან კიდე სხვა რამე. და დააყენე ახლა ერთი ადგილი. დაგიჭირე მეთქი გითხარი მხარი და ახლა რა გინდა?!”- განაცხადა კაკულიამ.

იტვირთბა....