“არ მინდა ცეცხლზე ნავთი დავასხა, თავს შევიკავებ. ერთი რამ ცხადია, არამოსამართლე თუ მოსამართლე წევრი ვინც არის, პოლიტიკური საქმინაობით არ უნდა იყოს დაკავებული და ალბათ ანა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც გააგრძელებს თავის საქმიანობას, მან კანონი თავად ძალიან კარგად იცის.”
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ ეკა ბესელიამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ სხვა თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი ანა დოლიძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანა დოლიძე, პოლიტიკური აქტივიბების დაწყებით და იმავე თანამდებობაზე დარჩენით კანონს არღვევს.