“მათ ფაქტობრივად სტარტი გუშინ ჰქონდათ და გუშინვე ეს ყველაფერი განვითარდა გარკვეული სკანდალის ფონზე. ეს პოლიტიკურ გამოუცდელობას დავაბრალოთ. მაგრამ ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. შენ რომ პოლიტიკურ სტარტს იღეებ, მინიმუმ იმას უნდა მიაღწიო, რომ ეს ნიუსი იყოს მთავარი ნიუსი თუნდაც ერთ დღით.”
გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესდახებ გია ხუხაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა და აღნიშნული ახალი პლატფორის ჩამოყალიბებას გამოეხმაურა.
ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ სხვა თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი ანა დოლიძეს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ანა დოლიძე, პოლიტიკური აქტივიბების დაწყებით და იმავე თანამდებობაზე დარჩენით კანონს არღვევს.