“ვიცი, და ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან. რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს და კადიროვის ქვევით რა ხდება ეგ აღარ ვიცი. რამზან კადიროვი ამას პირადად რა თქმა უნდა არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, ეს იქნება დაჯგუფება, რომელიც ამაზე მუშაობს. თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია მოუნდება, ეს არის რუსეთი, ეს არის რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს.”
გიორგი გაბუნია – „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
ამის შესახებ გაბუნიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქალაქო სასამარტლოში “მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაიკითხა.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.