მთავარი ციტატა

“ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, გონს მოეგოს და აათავისუფლოს რურუაც”

“ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ ინტერესშია. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ გონს მოეგოს და ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გაათავისუფლა, ასევე უნდა გაათავისუფლოს რურუაც.”

ზაალ უდუმაშვილი – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი

ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება.

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრა იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებები 29 ივნისისთვის სამივე მოსმენით მიღებული უნდა იყოს.

იტვირთბა....