aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ადამიანები არ არიან დაცულები საქართველოში“ – რატიანი გაბუნიას საქმეზე

 “გერმანიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა და გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის ის რომ რუსეთმა გაბედა ადამიანის მკვლელობა გერმანიაში, ეს არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს სახელმწიფოს ხმა არ არსებობს იქ. საქართველოს სახელმწიფოს ხმა არამარტო არ არსებობს, დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის პრორუსული და სწორედ ამიტომ იყო წასული ეს ადამიანი. ადამიანები არ არიან დაცულები საქართველოში“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სერგო რატიანი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”

ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო  ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი  მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.

იტვირთბა....