მთავარი ციტატა

“ჯერ დათვი არ მოუკლავთ, ტყავი ვერ გაიყვესო – გაუგებარია მაჟორიტარების თემა”

“მაჟორიტარების თემა გაუგებარია, ჯერ დათვი არ მოუკლავთ, ტყავი ვერ გაიყვესო… ძალიან სერიოზული ინფორმაციაა, რომ შეიძლება, 120/30-ზე ჩავარდეს, შეიძლება “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ გაათამაშონ მაიმუნური სცენარი, ვითომ აჯანყდეს ვიღაც თუ გადაჯანყდეს თუ გადმოჯანყდეს და ჩავარდეს ეს ამბავი. რა მაჟორიტარებზე ვთანხმდებით, როცა შეიძლება, რომ ეს 2 დღეში მოხდეს”

ალეკო ელისაშვილი, “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი

ტელეკომპანია “ფორმულა”, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულა”

შეგახენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. როგორც ანა დოლიძემ ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა, ახალი პლატფორმის მიზანია, შექმნას დღის წესრიგი. გაარღვიოს ის პოლარიზებული კლიმატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

იტვირთბა....