“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად. ვერც ჩემი და ვერც იმ ადამიანების მეხსიერებიდან, რომლებიც დაზარალდნენ, ეს ყველაფერი ვერ ამოიშლება ასე ადვილად. ყველას ყველაფერი გვახსოვს. ჩემი აზრით, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, სავარაუდოდ 1-2 წელი, ეს საქმე იქნება სრულფასოვნად გამოძიებული და გახარია ამ საქმეში აღმოჩნდება ბრალდებული“
ირაკლი ოქრუაშვილი – „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი
აღნიშნულით ირაკლი ოქრუაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთანდაკავშირებით განაცხადა, რომ ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი.