მთავარი ციტატა

“როცა 19 წლის გოგო თვალის გარეშე დარჩა და იმის თქმა, რომ ეს მეორეხარისხოვანია, ამ ხელისუფლების მორალურ სახეზე ძალიან კარგად ლაპარაკობს”- ბურჯანაძე

“დღევანდელი პრემიერი  და მაშინდელი შს მინისტრი აკეთებს გაცხადებას, რომ თურმე ადამიანებს როცა თვალებს ტხრიან, ეს არის მეორეხარისხოვანი, ეს არის სამწუხარო და ყველაზე ცინიკური დამოკიდებულება. ხარისხებად დაყოფა, როცა ადამიანებმა ამხელა ფიზიკური და მორალური ტრავმა  მიიღეს და 19 წლის გოგო თვალის გარეშე დარჩა, ამის თქმა, რომ ეს არაა მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანია, ამ ხელისუფლების მორალურ სახეზე ძალიან კარგად ლაპარაკობს და არაფრით უკეთესი არაა იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც ის ასე გამალებით აკრიტიკებს.”

ნინო ბურჯანაძე – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი

ამის შესახებ ბურჯანაძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ,რემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთანდაკავშირებით განაცხადა, რომ ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი.

 

იტვირთბა....