“ეს კამპანია, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ, ეს მიმართულია ჩემი ახალი ინიციატივის წინააღმდეგ. ამას უკავშირდება ეს გააქტიურებულ კამაპნია. რაც შეეხება ნაზის, გავცემ პასუხს, მაგრამ არ მინდა დავაზიანო ის ბრძოლა, რომელიც ერთად წავმართეთ. აქამდე მისგან არცერთი კითხვა არ მსმენია. ახლა მისი ჰიპერაქტიურობა არის დაკვეთის ნაწილი. ჩემთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ჰიპერაქტიურობა, სამწუაროდ, მაფიქრებს, რომ ის სათავეში უდგას გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, სერგო მეთოფიშვილის „კლანის” კამპანიას, რომლის მიზანია დააზიანოს ჩემი იმიჯი.”
ანა დოლიძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
ამის შესახებ ანა დოლიძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა, რითიც ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა.
ამასთან, როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, კანონის ფარგლებში როგორც კი დაიწყებს პოლიტიკურ საქმიანობას, ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.