“დღეს შესრულდა 7 თვე, რაც უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები. ეს უკანონობა რომ არ გაგრძელებულიყო, საკასაციო სასამართლოს ერთი განკარგულებით შეეძლო ამ საქმისთვის ნათელი მოეფინა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვიდეოჩანაწერები ამოეღოთ, სადაც ჩემი ჩხრეკა ჩანდა. სახლის გასაღების გარდა, არანაირი იარაღი მე არ მქონდა.”
გიორგი რურუა – “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე
აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი რურუამ განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.