“ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს არის მათი საერთო სულისკვეთება. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ისეთი განვითარება მოვლენების, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები.
ირაკლი კობახიძე – უმრავლესობის წევრი
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტზე განაცხადა.
ცნობისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. .მომხდარის მიზეზი გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ჩეჩენი მოქალაქის დაკავება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მოხდა.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.