პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა როგორც საარჩევნო სისტემის შეცვლა, ასევე, დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებტამ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციოცვლილებები ისე განხორციელდება, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება.
“ვეთანხები იმას, რომ ეს შეთახმება უნდა შესრუდეს. საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ეს საკონსტიტუციო პროცესი დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.
საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის. ისევე როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანია შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხების შესრულებას სთხოვს. როგორც დონალდ ტუსკი აცხადებს, ის პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება.
“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილეს, გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშრებით შეშფოთებას გამოთქვამს ევროპარლამენტარი ანდჯეი ჰალიცკიც, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ოფიციალურ წერილი გამოუგზავნა.