“ქართული პოლიტიკის ყველაზე სუსტ მხარეს რაშიც ვხედავ, ეს არის, რომ ჩვენს ოპონენტებს, იმ ძალას, რომელიც დღეს წარმოადგენს ერთიან ფორმულას, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის სახით, კარგზე კარგის თქმის უნარი არ გააჩნია. ამის გამბედაობა არ ჰყოფნის და ყველაფრის ცუდად შერაცხვა უნდა. მათ შორის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანება მისთვის ძალიან სასურველ ინტერესს წარმოადგენს ისევ და ისევ იმისთვის, რომ ამ ფორმით საზოგადოებაში ნეგატიურმა განწყობებმა აიმაღლოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიმართ. ეს არის მავნებლობა და მათი არჩევანი, როცა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ნეგატივის შექმნა არის მათი მთავარი ხერხი ხელისუფლების, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ”
ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი
“პირველი არხი”