“როდესაც ამ საქმის დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთო რამე დასვნა წინასწარ. თუ ამ საფრთხის შემცველი იყო ეს ამბავი და აღკვეთილია, კარგია, რომ არ მოხდა უბედურება. იმისათვის, რომ შეფასება გაკეთდეს, უტყუარი შეფასება უნდა დაიდოს გამოძიებისგან. ჩემს მიმართ ყოფილა ბევრი მუქარა და მე თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, იმის ბრალია. მე არ მყოფნის არგუმენტები და კომპეტენცია, დასკვნები გავაკეთო.”
მამა ანდრია ჯაღმაიძე
ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს”.