“იმ ღამით, მთელი ღამის განმავლობაში გიორგი რურუა აქციაზე იმყოფებოდა, მას თან ჰყავდა დაცვა. მის ირგვლივ აქტივისტებს აკავებდნენ და ჩხრეკდნენ, არც ერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს იარაღი არ ექნებოდა. 100% -ით გამოვრიცხავ, რომ გიორგი რურუას რაიმე იარაღი ჰქონდა. ჯანსაღი აზრის ფარგლებში ყველა ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ მას ჩაუდეს იარაღი. ხელისუფლება ლენჩის პოზიციაში დგას და მთელს მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. მათ პირობა დადეს და ამ პირობას სჭირდება შესრულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და პრაქტიკულად არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ იარაღი ჩადებულია.
გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალსტებთან საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც გიორგი რურუას საქმეზე მოწმის სახიტ დაიკითხა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.