“ახლა ამბობენ კადიროვი დაემუქრა, კადიროვმა ის თქვა… მე ერთ რამეს ვიტყვი, თუ კადიროვს ჰქონდა მიზნად ბატონი გაბუნიას, ანდა სხვა მოქალაქის ლიკვიდაცია, ის მაშინ გამკეთებელია. კადროვი ამას უხმოდ გააკეთებს. ამიტომ უკეთესი იქნება და ე.წ. ხელისუფლებამ პასუხები მოსთხოვოს რუსეთს ფედერაციის მაღალჩინოსნებს. ეს ყოველთვის ასე ხდება.”
მალხაზ მაჩალიკაშვილი – მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა
ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა: “თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, ის მას აუცილებლად ასრულებს.