“თუ ტესტირებას ახლავე შევაჩერებთ, კორონავირუსით ინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა გვექნება. ტესტირების ჩვენი სისტემა ძალიან განვითარებულია. გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამიტომაც ყოველთვის უფრო მეტი შემთხვევა გვექნება.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ტრამპის თქმით, შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ტესტირების დიდი რაოდენობით არის განპირობებული.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2 114 026 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 116 127 ადამიანი გარდაიცვალა.