თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა – ინფორმაციას რადიო “ფორტუნა” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შემთხვევა 1 საათის წინ ე.წ დევნილთა დასახლებაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ახლოს მდებარე სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.