“სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია 20 ივნისს ქალაქ თბილისის ხელმეორედ ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოების სიცრუეში შეყვანას. ქვეყანაში არსებული ამჟამინდელი ეპიდსიტუაცია არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ქალაქი ჩაიკეტება.”
აღნიშნული განცხადებით, მთავრობის სტრატკომი, 20 ივნისს თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, 20 ივნისს თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.