“ამ მძიმე დანაშაულის მიზანი არ შეიძლება მიმართული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანისკენ. ეს მიმართული იყო სახელმწიფოსკენ, მისი სტაბილურობისკენ და საბოლოო მიზნადაც ისახავდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო. ამისი ერთერთი „შემოქმედი” არის რუსეთი. ეს უკვე დადასტურებულია და ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ სხვა ვის ინტერესებში ჯდება ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და ქაოსი, ვინც მისმენს, თითოეული ადამიანი, ალბათ, დასკვნას თავის თავთან გააკეთებს. მემგონი ბევრი კამათი ამ თემას არ სჭირდება. მე არსაითკენ არ მიმყავს საუბარი. აქ 100%-იანი სიზუსტით ინფორმაცია შეიძლება მეც არ მქონდეს, მაგრამ ერთი მხარეა, ეს ქმედება საიდან დაიგეგმა და მეორე მხარეა – ვის აწყობდა, ვის ინტერესებში ჯდებოდა.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურბალისტებთან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.