“მთვარი არხის” ჟურნალსტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, დაქირავებულ მკვლელს მისი ლიკვიდაციისთვის მილიონი გადაუხადეს.
როგორც გაბუნიამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა, მისი ლიკვიდაციის სპეცოპერაცია თვეების განმავლობაში გეგმებოდა.
“მეც საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგე, რომ უკრაონაში მოხდა თურმე პირველად დაკავება აპრილში და შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თურმე მილიონი ღიებულა ჩემი სიცოხლე და ამ ადამიანს თურმე თანხაც კი ჰქონდა უკვე აღებული, რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო.
მე ვვარაუდობ, რომ რადგან სპეცსამსახურია ჩართული, ალბათ ოფიციალურად გადმოუგზავნიდნენ ქართულ მხარეს ამ ინფორმციას. ცხადია, ტელეფონით არ ისაუბრებდნენ. ეს არ იყო ორ დღეში დაგეგმილი სპეცოპერაცია, ეს თვეები გრძელდებოდა. ალბათ ყველაფრის გამოქვეყნება არ შეიძლება, მაგრამ როგორც მინიმუმ, იმ თქმა არის საჭირო, თუ რა ხდება ქვეყანაში,”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.