“ეს ხელისუფლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს ეხება საქმე, საქმეებს იძიებს, როგორც თითქოს ეხება მეორეხარისხოვან მოქალაქეს და ეს არის პრობლემა. ანუ თუ ვიღაც ოპოზიციის მომხრეა, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და მისი საქმის გარშემო გამოძიება შეიძლება იყოს “მიფუჩეჩებული”, ისევე, როგორც მოხდა თარგამაძის შემთხვევაში. ასე ქვეყანა ვერ აშენდება და წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მკაფიო ნაბიჯები არამარტო გამოძიების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაფანტოს ეს ლეგიტიმური ეჭვი. საქართველოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან და ყველა ეს მოქალაქე სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ერთნაირად და საიმედოდ.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.