ვარკეთილში შერეულ ბაზრობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანზრის შედეგად მისი ობიექტი მთლიანად დაიწვა, ზარალმა კი დაახლოებით 15 000 ლარი შეადგინა.
როგორც დაზარალებული ქალბატონი აცხადებს, ხანძრის გამოწვევის მიზეზი უცნობია, ხოლო ბაზრის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
“ბანკიდან მქონდა გამოტანილი თანხა. არაფერი ვიცი, მითხრეს ხანძარიაო. ზარალი დაახლოენბით 15 ატას ლარამდე მაქვს,”- აცხადებს დაზარალებული.
ხანძრის გაჩენის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.
ცნობისთვის, ვარკეთილსი ხალძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ხოლო, სახანძრო-სამაშველო ბრიგადის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი 1000-1500-მდე კვ.მ-ზე გავრცელდა.