ახალი ამბები

ეროვნული ბანკი COVID-19-ით გარდაცვლილი თანამშრომლის შვილის ბრალდებას პასუხობს

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილის ბრალდებებს, ეროვნული ბანკი “პრაიმტაიმთან” პასუხობს და აცხადებენ, რომ ეროვნულ ბანკში თითოეული ნაბიჯი სრულდებოდა ჯანდაცვის პროფესიონალებთან შეთანხმებითა და მათი რეკომენდაციების სრული დაცვით.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ კორონავირუსის ინფექციის შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოჯახის წევრთა ემოციურ განცხადებებზე კომენტარი არ მიგვაჩნია მართებულად. გვერწმუნეთ, ეს ამბავი ეროვნული ბანკის თითოეული თანამშრომლისთვისაც უმძიმესია. რაც შეეხება ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დროს, ჩვენი თითოეული ნაბიჯი სრულდებოდა ჯანდაცვის პროფესიონალებთან შეთანხმებითა და მათი რეკომენდაციების სრული დაცვით, რის შესახებაც ინფორმაცია საზოგადოებასაც არაერთხელ მივაწოდეთ.”

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოში, კორონავირუსით 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის პროფესიით ინჟინერი იყო და ეროვნულ ბანკში მუშაობდა.

როგორც, გარდაცვლილის ქალიშვილი სოფო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ მამამისს ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია. მისი თქმით, დაინფიცირების მიუხედავად, 65 წლის მამაკაცი სიცხიანი მაინც დადიოდა სამსახურში.

იტვირთბა....